ახალი ამბები
ბიისელ ბავშვებს ცხენი გადაურჩინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისთან, ხიდზე, ცხენს ფეხი ღარებს შუა ჩაეჭედა.

ამის გამო ბავშვები სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე იყვნენ მისული.

ისინი ცხენის ამოყვანას უშედეგოდ ცდილობდნენ.

ბედად ხიდზე გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის თანამშრომელმა თამაზ მაყაშვილმა და ადგილობრივმა მკვიდრმა ტარიელ თვაურმა შემთხვევით გაიარეს. 

იქვე მცხოვრებ ოჯახებიდან რკინის იარაღებიც მოიტანეს.

ტარიელ თვაურმა ცხენის გადასარჩენად  ბეტონი ფეხის გარშემო მოანგრია. 

ორივე ბავშვი კი, ტირილით ელოდა შედეგს.

,,ამ პატარა ბიჭებს ნათხოვარი ჰყოლიათ ეს ცხენი, სასოწარკვეთამდე იყვნენ მისული, ისე განიცდიდნენ. ბედზე ჩვენც გავჩნდით, თოკის ჩაბმას აპირებდნენ ფეხზე და ისე ამოთრევას, მაგრამ ჩვენ არ დავანებეთ, მასე შეიძლებოდა მოეტეხათ ფეხი, ბოლოს ჩავანგრიეთ გარშემო ბეტონი და ისე გათავისუფლდა, მადლობა ღმერთს რომ შევძელით." - აცხადებს თამაზ მაყაშვილი, ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები