ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიცია ,,პროფილაქტიკის" ბიზნეს-სკანდალში ეხვევა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი კომპანია ,,მათემოტროსს" უდიერ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ პოლიციის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა წერილი შს მინისტრს 14 ივნისს გაუგზავნა.

კომპანია ,,მათემოტორსი" აცხადებს, რომ პოლიციის ხელმძღვანელებთან დაძაბული ურთიერთობა კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

,,არც ერთ თანამდებობის პირს არ უნდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რატომღაც. თან ამ ყველაფერს ემატება ჩვენი დაძაბული ურთიერთობა ძალოვან სტრუქტურებთან, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. არის აბსურდული პასუხები, რომ უფროსი შეიცვალა, ვერ გადაწყვიტავს, ახალი ხელმძღვანელობაა, ტრანსპორტის თანამშრომლები შეიცვალნენ და მსგავსი" - ამ შინაარსის წერილი ,,მათემოტორსმა" შესყიდვების სააგენტოს უფროსს ლევან რაზმაძეს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაუგზავნა.

თუმცა, რამდენიმე დღეში, ეს საჩივარი ,,მათემოტორსმა" უკან წაიღო და 2017 წლის 24 იანვარს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა მასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა.

2017 წლის იანვრიდან მაისამდე კომპანიასა და შიდა ქართლის პოლიციას შორის, ურთიერთობა ვერ დალაგდა.

შიდა ქართლის პოლიციის უფროსი ,,მათემოტორსის" მომსახურებით კვლავ უკმაყოფილოა, ხოლო შს მინისტრს 2017 წლის ივნისში სწერს, რომ მასთან დავის გამო, საქმე ფუჭდება.

,,მათემოტორსთან დავა გრძელდება და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარდება ჭიანურდება" - ასაბუთებს ანანიაშვილი.

საქმე იმაშია, რომ შიდა ქართლის პოლიციის მანქანებისთვის, სარემონტო სამუშაოებზე, მიმდინარე წელს, 100 000 ლარია გამოყოფილი.

ამ თანხის ფარგლებში, დაახლოებით, 45 მანქანაზე, ,,მათემოტროსს" მომსახურება უნდა გაეწია.

15 მაისს შიდა ქართლის პოლიციამ ,,მათემოტორსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.ოლო დაპირისპირებამ ის შედეგი გამოიღო, რომ შიდა ქართლის პოლიიციის მანქანებს ძრავის ზეთებსაც კი, ვერ უცვლიან.

რატომაა შიდა ქართლის პოლიცია ,,მათემოტორსის" მომსახურებით უკმაყოფილო? რომელიც სუპერთანამედროვე, მულტიბრენდულ და ყველაზე მასშტაბურ ავტოცენტრად ითვლება მთელ კავკასიაში?

და რატომ დგას პოლიციის დაზიანებული პიკაპები წმინდაწყალზე მდებარე ერთ-ერთ კერძო სახელოსნოში?




ავტორი
: საბა წიწიკაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები