ახალი ამბები
ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს გორის სასამართლომ 17-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შს სამინისტროს ყოფილ მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულს გორის სასამართლომ 17-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდების შუამდგომლობა სასამართლომ გაიზარა.

“გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წარსულში ნასამართლევი ა. ი. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით”, – ნათქვამია მთავარი პრკურატურის განცხადებაში.

ფაქტი ეხება 2016 წლის 2 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს. გორის მერობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას სადგურის დასახლებაში ატარებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები