ახალი ამბები
ორი დოკუმენტი ერთნაირი ხელმოწერით და იგივე თარიღით კულტურის ცენტრში
ქალაქ გორის ახალგაზრდობისა და განვითარების ცენტრში ორი საშტატო ნუსხა, ერთი და იგივე თარიღით, თუმცა, სხვადასხვა მონაცემებით ინახება.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობოთა კოალიცია ავრცელებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მერიის მიერ დაფუძნებულ ,,ააიპ"-ში ორი საშტატო ნუსხა მოქმედებს.

ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის მიერ გაცემულ დოკუმენტში საშტატო ერთეულის რაოდენობა 26, ხოლო სახელფასო ფონდი 14 970 ლარია.

ხოლო მერიის მიერ გაცემული დოკუმენტით, 27 საშტატო ერთეული და 15 180 ლარის ოდენობის სახელფასო ფონდია დამტკიცებული.

ორივე დოკუმენტს მხარეები (ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ცენტრის დირექტორი გიორგი ნადიბაიძე) 2017 წლის 2 ივნისს აწერენ ხელს.

რომელი დოკუმენტია ძალაში, ამის შესახებ, მერიას კითხვით მივმართეთ, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

პირველი დოკუმენტი






მეორე დოკუმენტი





იხ. წყარო

Print

სტატიის გამოყენების პირობები