ახალი ამბები
კასპის რაიონში მზის ენერგიის მისაღებად კვლევებს ატარებენ
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მზის ენერგიის მისაღებად, გარემო პირობებს სწავლობენ.

ამის თაობაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ,,კავკასიის მზის ენერგიის" წარმომადგენლებმა მემორანდუმი აქვთ გაფორმებული.

მემორანდუმის მიხედვით, სს ,,კავკასიის მზის ენერგიის" სპეციალისტები, 18 თვის განმავლობაში, ადგილზე მიღებულ მზის ენერგიის რაოდენობას შეისწავლიან.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე ცხელ ადგილად აშურიანის ველი სახელდება, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია სამუშაოების კონკრეტული დეტალები.

,,კავკასიის მზის ენერგიის" ჯგუფი მზის ენერგიას ქსანთანაც აკვირდება.

სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობას 2018 წლის ზაფხულში წარედგინება.

კასპის რაიონის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით +11.4C, შესაძლებელი მაქსიმუმია +38C,
Print

სტატიის გამოყენების პირობები