გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენისკენ ბუნებრივი აირის მილების
შეყვანა დაიწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,სოკარ ჯორჯია გაზის"
თანამშრომლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, სამუშაოები გუშინ დაიწყეს და ყოველდღიურად შემოდგომამდე
იმუშავებენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტი,
სოფლის ცენტრალური და შიდა უბნების დაქსელვას ითვალისწინებს.
,,სოკარი" საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირებას ენერგეტიკის
სამინისტროსთან შეთანხმებით ახორციელებს.
ამჟამად, მილები სოფელ ხიდისთავის შესასვლელთან მონტაჟდება. პროექტის
მიხედვით, ხიდისთავის შიდა უბნების დაქსელვა ჯერჯერობით არ
იგეგმება.
სტატიის გამოყენების პირობები