ახალი ამბები
რატომ შეჩერდა ,,ხელოვნების სახლის" მოწყობა (VIDEO)
ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ,,ხელოვნების სახლის" მშენებლობის პროექტი შეაჩერეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერის მრჩეველი, შალვა ტლაშაძე ესაუბრა.

მისი თქმით, ე.წ. ,,არტ ჰაუსის" პროექტის გასაგრძელებლად მოლაპარაკებები შუამავალ ორგანიზაციასთან აქტიურად მიმდინარეობს.

,,ვვარაუდობთ, რომ პროექტი წლის ბოლომდე აუცილებლად გაგრძელდება" - განაცხადა შალვა ტლაშაძემ.

ამჟამად, გორის მერის მრჩეველი ბრიუსელში იმყოფება და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების კუთხით, ევროკავშირის დონორ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავს.

,,ხელოვნების სახლის" პროექტის შესახებ კი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბრიუსელში ვიზიტამდე ესაუბრა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები