გორის ,,დილას" სტადიონის რეაბილიტაცია, მიმდინარე წელს, 1 მლნ 350
000 ლარი დაჯდა.
ამის თაობაზე თანხა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობამ 2017 წლის 4
მაისს გამოყო.
პარალელურად, სტადიონის გვერდით, გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
დაიწყო.
,,დილას" სტადიონი, მიმდინარე წელს, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, სრულად
განათდა.
მასშტაბური სამუშაოები ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა გამოიწვია,
რომლის გახსნის ცერემოანიალი, დღეს, 2 ივლისს გაიმართება.
19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროტურნირზე ,,დილას" სტადიონი
საქართველო-პორტუგალიის მატჩს უმასპინძლებს.
ამჟამად, სტადიონი 3700 მაყურებელზეა გათვლილი. 30-40 წლის წინ,
სტადიონი 8500 მაყურებელზე იყო გათვლილი.
სტატიის გამოყენების პირობები