ახალი ამბები
დათვებს ,,ტყვეობიდან" დაიხსნიან (VIDEO)
დედა დათვსა და ბელს ერთი კვირის შემდეგ, თბილისის ზოოპარკში გადაიყვანენ. მამრი დათვი, რომელიც 2011 წელს, გორში დაიბადა, ადგილზე დარჩება.

მისი და დანარჩენი დათვების ვოლიერებს გააერთიანებენ და, ამის შემდეგ, მამრს დიდ ფართობზე მოუწევს ცხოვრებას.

კულტურისა და დასვენების პარკის, ,,ახალ ბაღის" დირექტორი იოსებ კაპანაძე ამბობს, რომ ვოლიერში დათვების შეჯვარების ფაქტი მოულოდნელი იყო, რადგან თეორიულად ზოოლოგებისთვის მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

2017 წლის 1 იანვარს დედა დათვმა ორი ბელი გააჩინა. ერთი ბელი მარტის ბოლოს გარდაიცვალა. მინი ზოოპარკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პატარა დათვს თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა.

,,ამის თაობაზე, ექსპერტიზაც ჩატარდა და დადგინდა, რომ ბელს პლევრიტი განუვითარდა. ზოგადად, თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლებმა რეკომენდაცია მოგვცეს, რომ დედა და მისი მეორე შვილი თბილისში გადავიყვანოთ. ფაქტობრივად, აქ ტყვეობაში არიან" - აცხადებს იოსებ კაპანაძე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები