ახალი ამბები
გვერძინეთი-ქოზიფას გზაზე ასფალტირების მეორე ეტაპი დაიწყება
გვერძინეთიდან ქოზიფამდე ასფალტირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის გამგეობიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ახალი გზის დაგება დამატებით კიდევ 600 მ მანძილზე გაგრძელდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ დაიწყო 1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

საბოლოო ჯამში, ზაფხულის ბოლომდე, გზის ახალი საფარი სულ 1,6 კმ მანძილს მოიცავს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგეგმეს, რომ ეტაპობრივად სამუშაოები ქოზიფას მონასტრამდე ჩაატარონ.

გვერძინეთიდან ქოზიფამდე დაახლოებით 10 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთი ძამას ხეობაში მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები