ახალი ამბები
კასპში 66 საჯარო მოხელე ინგლისურ ენას ელექტრონულად შეისწავლის
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით 66 საჯარო მოხელე ინგლისურ ენას ელექტრონულად შეისწავლის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნინო ჯინიყაშვილის თქმით, სასწავლო კურსი, კანონის ფარგლებში, ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ინგლისური ენის გარდა, საჯარო მოხელეებს დამატებით კიდევ ერთი უცხო ენის არჩევა შეუძლიათ.

სასწავლო კურსს ისინი კასპში გახსნილ ინოვაციების ცენტრში გაივლიან. ამისათვის, გამგეობა ცენტრის ადმინისტრაციას მაქსიმუმ 3 600 ლარს გადაუხდის.

ნინო ჯინიყაშვილის ცნობით, გამგეობაში სულ 128 საჯარო მოხელე მუშაობს. აქედან, სასწავლო კურსში 58 მოხელე ჩაერთვება.

დანარჩენი 8 თანამშრომელი საკრებულოდან შეირჩა. ამავე თანხით, დაგეგმილია, რომ სასწავლო ჯგუფში ინოვაციების ცენტრიდან 26 პირი ჩაერთოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები