ახალი ამბები
დავით ონიაშვილი: სოფელ ქვახვრელის მოსახლეობას ძალიან მალე სასმელი წყალი ექნება
გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა სოფელ ქვახვრელის წყალმომარაგების პროექტის გაჭიანურების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„სოფელ ქვახვრელის წყალმომარაგების პროექტი გაჭიანურდა, თუმცა უახლოეს დღეებში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც გამიჯნა დასრულებული და დასამთავრებელი სამუშაოები, ტენდერი გამოცხადდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გარკვეული პერიოდით შეაჩერა სამუშაოები. ეს იყო კომპანიის ბრალეულება და არა ჩვენი უწყების. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროექტი დასრულდება უახლოეს პერიოდში. წლის ბოლომდე და უფრო ადრე, მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი. წყლის მიწოდება დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ველოდებით მრიცხველების დამონტაჟებას, რადგან ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სოფელში სასმელი წყლის სისტემა კომუნისტების პერიოდშიც კი არ არსებობდა, ჩვენ დავიწყეთ და დავამთავრებთ ამ დიდ და მნიშვნელოვან პოექტს.

პარალელურად განახლებულია ატენის სასმელი წყლის სისტემის მოწყობაც, რომელიც ძალიან მასშტაბური პროექტია და 2 წელზე იყო გათვლილი. ეს არის ის თამამი პროექტები, საუკუნის პროექტები, რომელის გაფიქრებასაც კი ვერავინ გაბედავდა იმდენად დიდი იყო თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ შევძელით დაგვეწყო და პროექტები მიგვეყანა დასასრულამდე. 3 წლის წინ სოფლის ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირი იყო და დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთებით გაუმჯობესდა მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება.“ - აღნიშნა დავით ონიაშვილმა ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები