ახალი ამბები
ჩობალაურის ბანერი - ყველაზე ახლოს ავტობანთან (VIDEO)
მდინარე ტორტლაზე, რომლის სიგანე თითქმის 3 მ-ია, მწვანე ბანერი 3-წლის წინ დადგეს. ადგილობრივები, არხის სიდიდის გამო, მიწის ნაკვეთებში თამამად მუშაობენ.

ეს ბანერი ყველაზე ახლოს დგას მთავარ მაგისტრალთან. ავტობანიდან პოლიციის საგუშაგომდე 100 მ-ია, ხოლო, საგუშაგოდან, ბანერამდე - 250 მ.

,,ეს არხი ისეთი განიერია, ვერც ისინი გადმოვლენ და ვერც ჩვენ გადავდივართ. ფაქტიურად, კომუნისტების დროს დაადგინეს, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვარი ბუნებრივად მაგ არხზე გასულიყო" - ამბობენ ადგილობრივები. 

სოფელში სასმელი წყლის მილები 2016 წელს გაიყვანეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი რეპორტაჟი მოამზადა იმის შემდეგ, თუ როგორც მიჰონდათ კასპიდან სასმელი წყალი ცისტერნებით.

,,ახლა კმაყოფილები ვართ, რა შედარებაა. წყალი კარგად მოდის. ეგაა, რომ გზები გადაითხარა და გაუვალია შიდა გზები. მოხრეშვა უნდა" - გვითხრეს მათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები