ახალი ამბები
კავთისხევი-კასპის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდი გაიხსნა.

კასპიცემენტის სატვირთო მანქანებმა კარიერიდან ქარხნამდე მოძრაობა ამ ხიდზე გავლით განაახლეს. სამუშაოები მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ექსპლუატაციაში ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს.

კაპიტალური რემონტი შპს ,,მამისონმა'' აწარმოა. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა 1 110 000 ლარს შეადგენდა.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს მძიმე წონის, კერძოდ, (კასპიცემენტის ქარხანასა და კარიერს შორის) მოძრავ მანქანებს უქმნიდა. თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და, მას შემდეგ, მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხიდზე შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები იყო დაზიანებული.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს, განსაკუთრებით, სატვირთო ავტომანქანებს უქმნიდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები