ახალი ამბები
ზონკარის წყალსაცავი ამჟამად (PHOTO)
ასე გმოიყურება დღეს ზონკარის წყალსაცავი, რომელიც მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს და მისი უმოქმედობით როგორც ქართული, ასევე, ოსური სოფლები სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ფოტოებს ადგილობრივი ჟურნალისტი ნატალია აირიანი ავრცელებს.

ტერიტორიას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აკონტროლებს. პატარა ლიახვის ხეობის ამ ადგილას მხოლოდ დასასვენებლად და სათევზაოდ მიდიან.

წყალსაცავი 1973 წელს ზღვის დონიდან 1209 მ სიმაღლეზე აშენდა. წაგრძელებული ფორმისაა. წყლის ზედაპირის ფართობი 1,4 კმ², წყლის საერთო მოცულობა 40,0 მლნ. მ³. კაშხლის სიმაღლეა 78 მ.

2009 წელს თავიდან აიცილეს შესაძლო სტიქიური უბედურება, რომლის შედეგადაც დაიტბორებოდა ახლო მდებარე მრავალი სოფელი. 2016 წელს დე-ფაქტო მთავრობის მაშინდელმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხდა, რომ ზონკარის წყალსაცავზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, მის ასაშენებლად 500 მლნ რუბლი იყო საჭირო.

 




ფოტო გადაღებულია ლიახვის ხეობაში ზონკარის წყალსაცავის მშენებლობისას, მარჯვნიდან - კარლო ბულია, რობერტ ქემოკლიძე, რამინ ახვლედიანი. კარლო ბულია - ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, რესპუბლიკის დამსახურებული მელიორატორი, მრავალი ჯილდოს მფლობელი მელიორაციის დარგში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები