ახალი ამბები
მესამე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
6-წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც გორში მესამე სართულიდან გადავარდა, კვლავ უცვლელია.

ამის შესახებ, დღეს საღამოს, მურმან იაშვილის სახელობის კლინიკიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს.

მორიგე ექთნის განმარტებით, ბავშვი ისევ მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შეგახსნებეთ, შემთხვევა, 22 ივლისს, გორის ცენტრში მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი ჯერ ხეივანმა შეაკავა, შემდეგ ბეტონის საფარიან მიწაზე დავარდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი დაუყოვნებლივ ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანა. შემდეგ კი, თბილისში ბავშვთა სპეციალიზირებულ საავადმყოფოში გაგზავნეს.

,,გორმედის" ექიმების განმარტებით, დაზიანებები კისრისა და ხერხემლის მიდამოებში არ შეინიშნებოდა, განსხვავებით თავის ქალასა და კიდურებისგან. იმავე საღამოს განმეორებითი კვლევა იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც იმ ეტაპისთვის ასევე გამორიცხეს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები