ახალი ამბები
კაჟაშვილებს სახლის სახურავს კერძო კომპანია ქველმოქმედების სახით გაუკეთებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, რომლის წევრების უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კერძო კომპანია სახლის სახურავს გაუკეთებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, უჩა ელბაქიძემ განუცხადა. მისი სამეგობროდან გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სამშენებლო კომპანიის სახელით და სურვილით, კაჟაშვილების სახლის სახურავს შეაკეთებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კაჟაშვილების ოჯახის შესახებ წერდა, რომ სოციალური დახმარება 4 ტომარა კართოფილის გამო მოუხსნეს. კერძოდ, ანკეტაში მითითებული ასო ,,ტ" ქულების დათვლისას ,,ტონად" და არა ,,ტომარად" იანგარიშეს.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ოჯახს მეურვე სასამართლოს მეშვეობით დაუნიშნეს, რომლსაც ოჯახის მოვლის მიზნით, ფულად თანხას ურიცხავენ. ერთ-ერთი წევრი დაკვირვებას პოლიკნილიკაში გადის, სადაც შესაბამისი ჯგუფის დადგენის შემდეგ, ავადმყოფობის პენსია დაენიშნება.

,,ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უკვე სოციალური შემწეობის მიმღებ კატეგორიაში გავლენ და დაენიშნებათ კიდეც სოციალური დახმარება" - აცხადებს უჩა ელბაქიძე. რაც შეეხება დაზიანებულ სახურავს, ამის თაობაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნაცვლად კერძო სამშენებლო კომპანია გაიღებს ხარჯებს.

მსგავსი მასალები

საათაშვილები ტუალეტიდან სახლში საცხოვრებლად დაბრუნდნენ

მარტო მთაში - ციალა თაბუაშვილს პენსიამდე 3 წელი დარჩა

სიღარიბე თუმცა არა სიღატაკე ჩობალაურელ მიდელაშვილების ოჯახში (VIDEO)

რეპორტაჟის შემდეგ მეჯვრისხეველ 53 პენსიონერს  სასიხარულო ამბავი აცნობეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები