ახალი ამბები
,,გორი-მოლში" ქალებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა
დღეს, სავაჭრო ცენტრ ,,გორი-მოლში" ქალებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გაიხსნა.

პრეზენტაციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. გუბერნატორმა და პარლამენტარებმა ცენტრის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვეს.

გიორგი კანდელაკის თქმით, სპორტულ დარბაზში, სადაც ქალები ივარჯიშებენ, მამაკაცებს არა თუ შესვლა, გარედან დანახვაც არ შეეძლებათ.

მისი დაფინანსებით, უახლოეს მომავალში, მამაკაცებისთვის დარბაზი ცალკე გაკეთდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები