ახალი ამბები
უფლისციხე მსოფლიოს ზღაპრულ ადგილებს შორის მოხვდა
,,ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი დღეები, როდესაც ყოველდღიური ცხოვრებისგან გაქცევა და ზღაპრულ სამყაროში მოხვედრის სუვილი გაგჩენიათ? თუ ასეა, მაშინ კარგად დააკვირდით ეკრანს და მიხვდებით, რომ ამის გაკეთება რეალურად შესაძლებელია.

შეხედეთ ამ სიას, რომელიც A&D-მ შეადგინა. ეს სოფლები შეიძლება დაუჯერებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის რეალურია. ასე, რომ თუკი მომავალში სამყაროდან გაქცევას დააპირებთ, არ დაიმალოთ საძინებელში, უბრალოდ, მოძებნეთ საოცნებო სოფელი თქვენს ახლომახლოს."

ამ შინაარსის განცხადება უძღვის იმ 115 საოცნებო ადგილის ფოტოებს, რომელიც ,,architecturendesign"-მა გამოაქვეყნა,. 115 ზღაპრულ ადგილს შორის, საქართველოს უძველესი ციხე-ქალაქი უფლისციხე მოხვდა, რომელმაც ხმების რაოდენობის მიხედვით, 58-ე ადგილი დაიკავა.

ციხელ ქალაქის ძირში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ამავე სახელწოდების სოფელი არსებობდა, რომლის მოსახლეობა კომუნისტების პერიოდში მტკვრის მეორე მხარეს გადასაახლეს, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით.


1736-1789 წწ. დავთრებში ჩამოთვლილია სოფელ უფლისციხეში მცხოვრები ქართლის საკათალიკოსო ყმები: ხუციშვილები, ნაზარასშვილები, ერაღაშვილები; ,ადუაშვილები, სირანაშვილები, გაბინაშვილები; ჩაღაბაშვილები; აკოფასშვილები; აზარბეგასშვილები; ორთანეზასშვილები, ტერ საკა, გიგოლაშვილები, ვართუმაშვილები; პაპიაშვილები; წიწიკაშვილები; გალუსტაშვილები; ბერიკაშვილები.

უფლისციხე წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.




იხ/ წყარო



1. ფოტო, პროვინციული ქალაქი, საფრანგეთი




2. ბიბური, გაერთიანებული სამეფო



3. ბაგნონე, იტალია



4. გროჟნიანი, ხორვატია


იხ. უფრო დეტალურად:

115 Fairy Tale Villages That You Can Actually Visit

Print

სტატიის გამოყენების პირობები