ახალი ამბები
მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს გადაამზადებენ
საქართველოს მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს, გეოინფორმაციული სისტემის შესახებ, ტრენინგებს ჩაუტარებენ.. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ მიიღო.

პროფესიულ გადამზადებას შიდა ქართლის სერვის ცენტრის თანამშრომლებიც გაივლიან. მელიორაცის სამსახურს ერთ-ერთი დიდი სერვის ცენტრი, სწორედ, შიდა ქართლის რეგიონში აქვს.

ტრენინგებზე, მელიორაციის თანამშრომლები გეომონაცემთა ბაზებთან მუშაობას ისწავლიან, ასევე, გაეცნობიან ადგილმდებარეობის ცნებას, სივრიცითი ურთიერთდამოკიდებულების ანალიზს, რუკის ფენების მართვას, რუკის ტექსტებთან მუშაობას, სივრიცითი ამოცანების გადაწყვეტას და სხვა მსგავს საკითხებს.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 9 ივლისს, გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია გორში ყოფნისას ამბობდა, რომ კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის მიმართულებით, რაც სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვის ზრდას გამოიწვევს.

,,ამავე დროს, აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვნად ძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს განხდის" - აღნიშნა მან.

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნა, რომელიც კოორდინაციას რწყვის პროცესს უწევს. შტაბებში თავს იყრის, მათ შორის, ცხელი ხაზის მეშვეობით (1501) სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად წყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მის ეფექტიანი მოხმარების საკითხები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები