ახალი ამბები
გორელმა ახალგაზრდებმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელის შესახებ დისკუსია გამართეს
პროექტის ,,ინიციატივა" ფარგლებში გორელმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოდელის თაობაზე დისკუსია გამართეს.

შეხვედრა ,,აგროქართლის" ოფისში დღეს მოეწყო, სადაც ორ ჯგუფად დაყოფილმა ახალგაზრდებმა თავიანთი არგუმენტები მოიყვანეს. საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო მოწყობის შესახებ ცოდნა მათ, სწორედ, პროექტის ფარგლებში და სასკოლო სამოქალაქო განათლების მიღებისას დააგროვეს.

დისკუსია იმიტირებულ სასამართლოს პროცესს წარმოადგენდა, სადაც ,,მოსამართლეებს", მოსმენილი არგუმენტების შემდეგ, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. 

მორის გიგაური - პროექტის ხელმძღვანელი: ,,მიმდინარეობს პროექტი: ,,Lex-rex - კანონი მეფობს", რომელსაც ახორციელებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თვითონ პროექტს ჰქვია ,,ინიციატივა“. პროექტის ფარგლებში გორში დაახლოებით 70-ე ახალგაზრდაა ჩართული სხვადასხვა ლოკაციაზე. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს იმიტირებული პროცესი კონსტიტუციიდან ამოღებულ ყველაზე აქტუალურ მუხლებთან და ასევე სხვადასხვა კონსტიტუციებიდან ამოღებულ მუხლებთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში ასევე გვაქვს დაგეგმილი ,,CiTy Game'' ახალბაღში. შემდეგ იქნება დაჯილდოების ცერემონია.  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რამდენიმე კომპანიას: ლიბრას, რომელმაც გადმოგვცა წიგნები, 04-08-ს და ასევე კაფე 22-მა, რომელმაც უზრუნველყო ლანჩი, იმისათვის რომ წაეხალისებინათ ბავშვები.“

პროექტი ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით, ხორციელდება.

თავდაპირველად, დებატების მეშვეობით, პროექტის ფარგლებში 70-მდე ახალგაზრდა შეარჩიეს. ამის შემდგომ პროექტის მონაწილეებმა ახალ ბაღში (კულტურისა და დასვენების პარკში) ,,CiTy Game'' ითამაშეს, სადაც სათავგადასავლო სტილის აქტივობაში აკადემიური ცოდნა მიიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები