ახალი ამბები
ხაშურელი მხატვარი და ფოტოხელოვანი ბათუმში მიიწვიეს
ხაშურელი მხატვარი გელა გელაშვილი და ფოტოხელოვანი გელა ჩადუნელი ერთობლივ გამოფენას ბათუმში მოაწყობენ.

ამის თაობაზე მიწვევა ორივე მათგანს ნიკოლოზ კანდელაკის სამხატვრო სასწავლებლიდან უკვე მიიღეს.

გამოფენა 12, 13 და 14  სექტემბერს სამხატვრო სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა. 

ორი თვის წინ, გელა გელაშვილის ნახატების გამოფენა თბილისში გაიმართა. საგამოფენო დარბაზში, GAMREKELI GALLERY, ხაშურელი მხატვრის 160-ზე მეტი ნამუშევარი წარადგინეს.

,,ვყოფილიყავი მხატვარი, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდანვე მსურდა. ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც მხატვრობისადმი და ზოგადად, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა. სხვათა შორის, ბაბუაჩემი ხატავდა საკმაოდ კარგად და პირველი გაკვეთილებიც სწორედ მასთან გავიარე. რაც უფრო ვიზრდებოდი და ასაკი მემატებოდა, ვგრძნობდი, მე და მხატვრობა განუყოფელნი უნდა ვყოფილიყავით, თუმცა, ამ მხრივ, ოჯახიდან წინააღმდეგობას წავაწყდი, მამას არ სურდა ეს გზა ამერჩია, ან თუნდაც რომელიმე ხელოვნების სფერო. ისე კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, სარეჟისოროზეც კი მინდოდა ჩაბარება. ამგვარი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი შევჩერდი და 27 წლის ასაკში, დავოჯახდი, სულისკვეთება კი ორმაგად გაძლიერდა, მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ." - განაცხადა გელა გელაშვილმა ,,ხაშურის მოამბესთვის" მიცემულ ინტერვიუში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები