ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე ცხინვალში ჩასვლას გეგმავს
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მუშაობს იმაზე, რომ ეწვიოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და იქ დე–ფაქტო ხელისუფლებებთან და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართოს.

ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ რუსულენოვან გამოცემას ,,სპუტნიკს" განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები ადგილობრივ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვგეგმავდით და ვგეგმავთ შეხვედრებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პერსპექტივაში ეს ჩვენს გეგმებში შედის. მინდა დავაზუსტო, რომ ქალბატონი ნინო და ჩვენი დელეგაცია იქ შეხვდება არა მხოლოდ დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებსაც და, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას. ამაზე ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოხდება", – განაცხადა ბარამიძემ.

ამ ეტაპზე, ბარამიძე კონკრეტული დეტალების დასახლებისგან თავს იკავებს, კერძოდ, უცნობია როდის მოხდება შეხვედრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები