ახალი ამბები
დიდგორის ბრძოლაში 500 ალან-ოსი მებრძოლი მონაწილეობდა
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაული ,,დიდგორობა" აღინიშნება. ტრადიციულად, დღესასწაულის დროს სახალხო სეირნობა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში იმართება.

,,მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა, ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიაშვილმა, რომელიც დიდგორობას დაესწრო.

დიდგორის ბრძოლაში ქართველებთან ერთად ალან-ოსებიც იბრძოდნენ. ასევე, ყივჩაღები და ჯვაროსნები.

დღეისათვის ცნობილ საისტორიო წყაროთა მიხედვით დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებული ცნობები დაცულია, როგორც ქართულ, ასევე სომხურ, ფრანგულ და არაბულ-სპარსულ ისტორიულ წყაროებში. ესენია:

_ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (XII ს. I მესამედი), `ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი~;
_ მათე ურჰაელი (XII ს. I მესამედი), `ჟამთააღმწერლობა;
_ იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი (XII ს. შუაწლები), ,,მაიაფარიკინის ისტორია";
_ გოტიე კანცლერი (XIII ს. I მესამედი), ,,ანტიოქიის ომები";
_ იბნ ალ-ასირი (XIII ს. I მესამედი), ,,თარიხ ალ ქამილ";
_ სიბთ იბნ ალ-ჯაუზი (XIII ს. I ნახევარი), ,,ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით";
_ ქემალ ად-დინი (1192-1262 წ.წ.), ,,ალეპოს ისტორია".

მათე ურჰაელის ცნობით, სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში 40 000 ქართველი, 15 ათასი ყივღაღი, 500 ალან-ოსი და 100 ჯვაროსანი მხარდამხარ იბრძონდნენ. რაც შეეხება თურქ-სელჩუკების კოალიციურ ლაშქარს, სხვადასხვა წყაროები 600 000-ს ასახელებენ, თუმცა, ივანე ჯავახიშვილი თვლის, რომ 300 000 მეომარი იქნებოდა.

აბ ბრძოლით აღმოსავლეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს მითი უძლეველობის შესახებ დამარცხდა. დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა საქართველოს გამთლიანება თბილისის გათავისუფლებით დაეგვირგვინებინა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები