ახალი ამბები
წმინდაწყალზე უბნის არჩეულმა წარმომადგენლებმა ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" განხილვა დაასრულეს
ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მოქალაქეებმა 12 პროექტიდან 7 პროექტი აირჩიეს, რომლის განხორციელება სამოქალაქო ბიუჯეტის თანხხებით დაფინანსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას წარმომადგენლობით საბჭოს ხელმძღვანელი თამარ კილაძე ავრცელებს.

მისი თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტის განხილვა გუშინ დამთავრდა და წარმომადგენლობითმა საბჭომ 7 პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი; ესენია:

1. ვოლოგდის დასახლებაში სკვერის მოწყობა.
2. ყიფიანის 52-ის მიმდებარედ არსებული სტადიონის რეაბილიტაცია.
3. ნადირაძის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.
4. ყიფიანის 35-ის მიმდებარედ ღია ტრენაჟორების მოწყობა.
5.ტყვიავის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
6. ცხინვალის გზ.17 გამწვანების ზოლის მოწყობა.
7. კაჩინსკის 51-თან მდებარე სკვერის რეაბილიტაცია.

გორის მერიაში ,,სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამა 2017 წლიდან ამოქმედდა. ამ პროგრამის მიხედვით, 900 000 ლარი გორის 6 უბნისთვის გამოიყო. თითო უბანს (კომბინატი, წმინდაწყალი, სადგურის დასახლება, ვერხვები, კვერნაკი, ცენტრი) 150 000 ლარი შეხვდა.

ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილებას წარმომადგენლობითი საბჭო იღებს. საბჭო უბნის მცხოვრებლებმა დააკომპლექტეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები