ახალი ამბები
გამგებლის 3-წლის წინანდელი დაპირება ცხავერში არ შესრულდა
სოფელ ცხავერის ცენტრში, ნახევარი საუკუნის წინ, ონკანში ბუნებრივი წყაროდან წყალი მოდიოდა. დღეს, მხოლოდ, წვეთები მოდის. ის ერთადერთი ონკანი იყო სოფელში, რომლითაც 80-მდე კომლი სარგებლობდა.

ამჟამად, სოფელში 7 კომლია. რამდენიმე წლის წინ, მათთვის, სასმელი წყლის სისტემა შეცვალეს. ბუნებრივი წყაროდან მილები სამი მიმართულებით გაანაწილეს. ამ რეაბილიტაციამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა. წყაროს წყალი სოფლის ცენტრში აღარ მიდის.

მთავარ ონკანთან განთავსებულია ავზები, სადაც წყალს საქონლისთვის, ცხენებისთვისა და ღორებისთვის აგროვებდნენ. ამჟამად, არც ეს ავზები ივსება.

სასმელი წყლის რეაბილიტაცია, ამ სახით, 2010 წელს ჩატარდა. სამივე ონკანი ერთმანეთთან არა თუ პარალელურად, არამედ, მიმდევრობითაა დაკავშირებული. პირველი ონკანი, რომელიც სოფელში მუდმივად მცხოვრებ 7 ოჯახთან მოშორებულია, მუდმივად მოდის, მის შემდეგ, წყალი არც ერთ ონკანში აღწევს.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის გუბერნატორისა და გამგებელს, ჯერ კიდევ, 2014 წელს მოახსენეს. იმ დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები გოსტიბეობის დღესაწაულზე მიდიოდნენ, რა დროსაც, ცხავერელებმა გზა გადაკეტეს. გუბერნატორი დაპირდა მათ, რომ დენს გაუყვანდნენ, გზას შეუკეთებდნენ, რაც შესრულდა. რაც შეეხება სასმელ წყალს, ამ პრობლემის მოგვარება გამგებელმა გადაწყვიტა, მაგრამ არ შესრულდა.

ზაფხულის ,,თავშესაფარი" სოფლები | საბა წიწიკაშვილი ირმა კიტრიაშვილი | StoryBuilder

Print

სტატიის გამოყენების პირობები