ახალი ამბები
საღოლაშენის სკოლას წყალი არ მიეწოდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ამის მიზეზად ორჯერ უშედეგოდ დასრულებული ტენდერი სახელდება. სკოლის გახსნამდე, 15 სექტემბრამდე, წყლის სატუმბი მოწყობილობის მონტაჟი ვერ მოესწრო.

ადმინისტრაციის ცნობით, დამლაგებლები წყალს ხელით ეზიდებიან. 

,,სატუმბი სადგურის გარეშე შეუძლებელია სკოლის ნორმალურად წარმართვა. სველი წერტილები შეტანილ იქნა სკოლის შენობაში, რომლის ფუნქციონირება ვერ ხერხდება." - სწერს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოს და ითხოვს ნებართვას, რომ სატუმბი სადგურის მონტაჟი დაჩქარებული წესით გამარტივებული შესყიდვით გააკეთონ.

საღოლაშენის სკოლა საქართველოს მეცნიერებსა და განათლების სამინისტროს დაფინანსებით გარემონტდა. სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, ახალი დარბაზები, ლაბორატორიები და საგნობრივი ოთახები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები