ახალი ამბები
სოფელ შინდისში 7-სულიანი ოჯახი სამაცივრე ვაგონში ცხოვრობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ნებიერიძეების ოჯახი ვაგონში ცხოვრობს.

ის 4-წლის წინ, ხილის პუნქტის მეპატრონემ მათ დაუთმო, რომლებიც ამავე ხილის პუნქტის შენობაში ცხოვრობდნენ. მანამდე ამ ვაგონში ფერმერი ხილს ინახავდა.

,,მადლობელი ვარ, რომ თავშესაფარი მაინც მაქვს, მაგრამ ზამთარში ჭირს გათბობა. ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე და 5 შვილი." - ამბობს გელა ნებიერიძე. მისი ვაჟი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მათთვის გამგეობა მცირე ზომის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპირებდა, თუმცა, მოატყუეს.

გალინა ნებიერიძეს გამგებლის სახელზე განცხადება სამჯერ აქვს დაწერილი.

ეს ის სოფელია, სადაც 2017 წლის გაზაფხულზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიდედრის ბინა გაარემონტეს. ამავე სოფელში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მარინა ხუციშვილი ამბობს, რომ გამგებელმა სიდედრს სოციალური დაუცველებისთვის გამოყოფილი მასალებით აუშენა სახლი.

მართალია, გამგებელი სიდედრის სახლის მშენებლობას ბიუჯეტის თანხით უარყოფს, თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჯერ არ წარმოუდგენია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები