ახალი ამბები
გორის თეატრში მსახიობ მაია ტურაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართა
6, 7 და 8 ოქტომბერს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართა.

ბილეთების გაყიდვით შესული თანხა თეატრის მსახიობის, მაიკო ტურაშვილის მკურნალობას მოხმარდება.

პირველ დღეს გაიმართა სპექტაკლი - "ერთი უბრალო ამბავი".  7ოქტომბერს - "კამანის გულწთელა თეთრი მტრედი". 8 ოქტომბერს - "ობლები".

სპექტაკლის შემდეგ, მაყურებლებმა სპეციალური ფოტოები გადაიღეს.







 

Print

სტატიის გამოყენების პირობები