ახალი ამბები
ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ
სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებმა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ორი შეხვედრა გამართეს.

ჭალის დასახლებაში გოგონებმა და ვაჟებმა ფეხბურთი ითამაშეს, ხოლო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უჩვენეს ფილმი ავღანეთში ქალთა მდგომარეობის შესახებ.

აქცია ,,FARE network ფეხბურთის" სახალხო კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო ფორუმმა, სახელწოდებით "ერთად ძლიერი თემისთვის", გამართა. ღონისძიების მთავარი მესიჯი იყო - "არა ყველა სახის დისკრიმინაციას".

ღონისძიებაში სამოქალაქო ფორუმის გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გორის ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, სკოლის გუნდებმა, და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ფორუმის იტალიელ მოხალისეებთან ერთად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები