ახალი ამბები
დავით ონიაშვილი მეჯვრისხეველების აქციის უკან ,,ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს ხედავს
მეჯვრისხეველების მიერ გუშინ გამართული აქციის ორგანიზებაში გამგებელი დავით ონიაშვილი ,,ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერებს ხედავს.

ამის შესახებ მან, როგორც ,,შენების მოძრაობის" კანდიდატმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, აქციებს ორგანიზებას საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" ლექსო ბუჯიაშვილი უწევს. 

დავით ონიაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ,,შენების მოძრაობის" ოფისში გამართა. ის ამ მოძრაობას ორი კვირის წინ შეუერთდა.

,,ეს ადამიანი, რომელიც სხდომებზეც არ დადიოდა, ისევ თავის მეზობლებსა და მეგობრებს იყენებს ჩემ წინააღმდეგ, რომლებიც ითხოვენ ისეთ საკითხებს, რაც ცენტრალური ხელისუფლების გასაკეთებელია" - აცხადებს დავით ონიაშვილი.

გუშინ მეჯვრისხევის ,,ფაბრიკის დასახლების" წარმომადგენლებმა აქცია ჯერ სოფელში გამართეს, შემდეგ, ადმინისტრაციულ შენობაში გამგებელთან შეხვედრა მოითხოვა.

ბრიფინგის საპასუხოდ ,,ქართული ოცნების" ოფისში კომენტარს გააკეთებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები