ახალი ამბები
გორში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი მიმდინარეობს
11 ოქტომბერს, ქალაქ გორში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი ,,გორი 2017’’ , რომელიც დღეს 13 ოქტომბერს დასრულდება. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდები.

მათ შორის, ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდი, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ზერბაიჯანის გუნდი ,,Lumineux’’, გორის ქალთა კამერული გუნდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელა, ვაჟთა გუნდი ,,გორი“, სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი’’, გორის ვაჟთა გუნდი ,,მაჩაბელა’’, ახალგაზრდული გუნდი ,,თუთარჩელა’’, თბილისის გოგონათა გუნდი.

საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება და ის გორში დაფუძნდა. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს აკადემიური საგუნდო შემსრულებლობის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კავშირების დამყარება, უცხოელი მუსიკოსების გამოცდილების გაზიარება და ქართული საგუნდო მუსიკის ინტეგრირება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ფესტივალის ორგანიზატორია ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრია, ხოლო მხარდამჭერი გორის სამედიცინო ცენტრი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები