ახალი ამბები
დღეს ,,კასპობა" იმართება
დღეს, 14 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული „კასპობა“ იმართება. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში საკუთარი სოფლების კუთხები მოაწყეს.

„ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ესწრებიან ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლების კონცერტს, უსმენენ მომღერლებს, თვალს ადევნებენ სპორტულ აქტივობებს. ასევე უამრავი გასართობი შევთავაზეთ პატარებს." - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

გამგეობის ცნობით, სახალხო დღესასწაული 2015 წელს აღდგა და 17 ოქტომბერს გაიმართა, 2016 წელს კი, - 2 ოქტომბერს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები