ახალი ამბები
გორში ,,შენების მოძრაობის" შემაჯამებელ შეხვედრას ქუთაისელებიც დაესწრნენ
დღეს, გორში, ,,შენების მოძრაობის" ლიდერებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს და მხარდამჭერებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

ამის თაობაზე მიმართვა მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კინოთეატრ ,,გამარჯვების" 500-ადგილიან სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს მიმართა. მისი თქმით, დღევანდელმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ გორი ფეხზე დგას, ხოლო მოქმედი გამგებლის დავით ონიაშვილისა და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელის ბადრი ნანეტაშვილის გუნდის არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სწორად შენების გზაზე დადგება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები