ახალი ამბები
კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შშმ პირთა თემატიკაზე კონფერენცია გაიმართა
გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შვედეთის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში შშმ პირთა თემატიკაზე გაიმართა ფოტოგამოფენა. ცენტრის ხელმძღვანელმა თინა ბრეგვაძემ ინკლუზიური სწავლების და ადაპტირებული გარემოს აუცილებლობაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე მოხსენებით  შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვედი ახალგაზრდები და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წარსდგენ.

ღონისძიებას შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

,,სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია შშმ პირთა ფიზიკური და სოციალური ინტეგრაცია, ამ კუთხით განხორციელდა და ასევე იგეგმება უამრავი პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობებში , რომელიც შშმ პირთა ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. - აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ.

პროექტი ,,ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“ მხარდაჭერილია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები