ახალი ამბები
ხაშურის საარჩევნო უბნებზე ხმებს ითვლიან - აქტივობა 34,66%-ია
ხაშურის საარჩევნო ოლქში 20 საათისთვის უბნები დაიხურა.

სულ 16 973 მოქალაქე გამოცხადდა. აქედან, 8 029 (47.3%) ქალია და 8 944 (52.7%) მამაკაცი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდეონობის 34,66%-ია. ოლქში სულ 48 963-ია რეგისტიტრებული.

პირველ ტურის ანალოგიურ პერიოდში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%).

ხაშურის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობდნენ.

პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მიიღო. ცესკოს მონაცემებით, ხაშურში, პირველ ტურში 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 19 261 ამომრჩეველმა დააფიქსირა (39.34%)
Print

სტატიის გამოყენების პირობები