ახალი ამბები
გორში 9 თვის განმავლობაში ჯარიმების გეგმა არ შესრულდა
სამი კვარტლის მონაცემებით, წელს,  ქალაქ გორის მერიის ბიუჯეტში ჯარიმებისა და სანქცია-საურავების გეგმა არ შესრულდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს აპარატიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 9 თვის განმავლობაში, ქალაქ გორის ბიუჯეტში 664 000 ლარი უნდა შესულიყო.  შესრულებამ კი,  572 500 ლარი (86,2%) შეადგინა. წლის ბოლომდე კი გეგმა 900 000 ლარის მობილიზებას ითვალისწინებს.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ კუთხით თავს იყრის ძირითადად საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ დაჯარიმებული მძღოლების მიერ გადახდილი თანხები. საპატრულო პოლიციის ანალიზის განყოფილების წარმომადგენლებს საკრებულოსთვის შესაბამისი ახსნა-განმარტება არ წარუდგენია.

რაც შეეხება სხვა მოსაკრებლებს, მონაცემები ასეთია:

საწარმოთა ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) შემოსულია 1478.1 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 1110.0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 133.2%. გეგმის ზევით შემოსულია 368.0 ათ. ლარი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი შემოსულია 42.4 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალიწინებული 80,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 53.0%. შესრულებას დააკლდა 37.6 ათ. ლარი.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი შემოსულია 21.1 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 55,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 38.3%. შესრულებას დააკლდა 33.9 ათ. ლარი.
სხვა შემოსავლების (არასაგადასახადო) მობილიზება სახეების მიხედვით შემდეგია:

მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შემოსულია 152.4 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 70,0 ათ. ლარისა, შესრულებამ შეადგინა 217.7%. დამატებით შემოსულია 82.4 ათ. ლარი.

შემოსავალი მიწის იჯარიდან შემოსულია 147.9 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 150,0 ათ. ლარისა, შესრულებამ შეადგინა 98.6%. შესრულებას დააკლდა 2,1 ათ. ლარი.

სანებართვო მოსაკრებელი (მშენებლობის ნებართვისათვის) შემოსულია 31,9 ათ. ლარი ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 30,0 ათ. ლარისა, დამატებით შემოსულია 1,9 ათ. ლარი. შესრულებამ შეადგინა 106,2%.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი შემოსულია 459,0 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 495,0 ათ. ლარისა, შესრულებამ შეადგინა 92,7%. შესრულებას დააკლდა 36,0 ათ. ლარი.

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოსულია 198,7 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 175,3 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 113,3%. დამატებით შემოსულია 23,4 ათ. ლარი.

შემოსავალი ქონების იჯარიდან შემოსულია 42,6 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 26,2 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 162,4%, დამატებით შემოსულია 16,4 ათ. ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები