ახალი ამბები
ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოში შევიდა
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო. ის ,,შენების მოძრაობის" ერთადერში წევრია, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, აღნიშნული მოძრაობიდან მოხვდა.

ბადრი ნანეტაშვილს, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, თანაგუნდელები არ ახლდა. სამაგიეროდ, საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად სრული მობილიცია მისი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა (სამი ჯგუფი) გამოაცხადეს. 

არჩევნების შედეგების დადგომისთანავე, ,,შენების მოძრაობის" გორის ორგანიზაციაში კონსულტაციები გაიმართა იმის თაობაზე, შესულიყო თუ არა ნანეტაშვილი საკრებულოში. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ამავე მოძრაობის წევრმა ირმა პაპიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოძრაობის შიგნით კონსულტაციები პაპუნა კობერიძისთვის (სიის მეორე ნომერი) ადგილის დათმობას ეხებოდა, თუმცა, პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა ამის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა. 

სხდომაზე თანაგუნდელებით მივიდნენ ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ზვიად საბანაძე და კახა ბურჯანაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები