ახალი ამბები
შინდისის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებამდე მისვლა უჭირს. ამის მიზეზი დაზიანებული შიდა გზებია, რომელსაც მოხრეშვა ჭირდება.

საკრებულოს წევრი ბექა ქორჩილავას თქმით, რომელიც ამ სოფლიდანაა, ტალაზიან გზაზე გავლა ხელისუფლების უყურადღებობის და მოუვლელობის გამო უჭირთ.

,,ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის და მოუვლელობის გამო ამ გზებზე გადაადგილება შესაძლებელია, მხოლოდ, მძიმე ტექნიკის გამოყენებით." - ამბობს იგი.

შიდა ქართლიოს საინფორმაციო ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს დაუკავშირდა, რომელსაც უფლებამოსიფლება 10 დღის წინ შეუწყდა. დავით ონიაშვილი ამბობს, რომ გზების პრობლემის აღმოფხვრა სოფელ შინდისში 3 წლის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა.

,,გზები კეთდებოდა სოფლებში, მაგრამ მთლიანად, ფინანსებიც რომ ყოფილიყო, ვერ მოესწრებოდა ჩემი გამგებლობის პერიოდში. ახლა თვითონ ხომ არიან ხელისუფლებაში და გააკეთონ. ასეთ საკითხებზე ძალიან გთხოვთ ნუღარ შემაწუხებთ აღარ მაინტერესებს“ - ამბობს დავით ონიაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ყოფილი წარმომადგენლის, მაკა დოიჯაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლების მანძილზე ძირითადად შიდა საუბნო გზები კეთდებოდა, რაც შეეხება სავარგულებამდე მისასვლელ ტერიტორიას, მისი თქმით, ამ კუთხით სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შესრულებულა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები