ახალი ამბები
გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება
ქალაქ გორის მერს 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება. საშტატო ნუსხა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.

24 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მათგანთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება და ძირითად შტატში არ იქნებიან.

ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც კონსულტანტისა და მრჩეველ-თანაშემწეების ხელფასები, ასევე, საკუთრივ მრჩევლებს შორის ხელფასებიც.

მაგალითად:

1 მრჩეველი - 1400 ლარი; II მრჩეველი - 1200 ლარი; III მრჩეველი - 1100 ლარი

რაც შეეხება თანაშემწეებს, თითო-თითო თანაშემწის ანაზღაურება 1000 ლარია. ხოლო კონსულტანტებისა - 900-900 ლარი.

გორის მერს მოემსახურება ორი მძღოლი, ერთი მძღოლის ანაზღაურება იქნება 1000 ლარი, ხოლო მეორე მძღოლის - 850 ლარი.

რაც შეეხება მოადგილეებს, პირველი მოადგილის ხელფასი 2150 ლარია, მოადგილის კი 2050 ლარი. მერის ხელფასი 2750 ლარით არის განსაზღვრული.

გორის მერი კოტე თავზარაშვილი 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს და გამარჯვება პირველივე ტურში ერგო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები