ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ,,ნორჩ ეკონომისტებს" სიგელები გადასცეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსწავლეებს, რომლებიც საბავშვო უნივერსიტეტის ,,ნორჩი ეკონომისტის" სკოლის წევრები არიან, სიგელები გადასცეს. ამის თაობაზე შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა.

მოსწავლეებს სიგელები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს. პროექტის ავტორის, მარიამ უკლებას თქმით, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა ,,ჯერ ცოდნა საქმე და მერე საქმეა საქმე."

,,პროექტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ კვირაში ორი დღე დასწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს და ეკონომიკის საფუძვლებს გასცნობოდნენ" - გვითხრა მარიამ უკლებამ. სწორედ, ის გახლავთ ამ პროექტის ავტორი, რომელიც, საფინანსო კომპანია ,,ვივუს.ჯი"-სთან ერთად განახორციელა.

გარდა ამისა, მისი თქმით, საუნივერსიტეტო სივრცეში მოსწავლეების ინტეგრირებას შეუწყეს ხელი და ჰქონდათ ურთიერთობა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები