ახალი ამბები
82-წლის ასაკში გორელი მათემატიკოსი ალბერტ ხაბელაშვილი გარდაიცვალა
ცნობილი გორელი მათემატიკოსი და მეცნიერი ალბერტ ხაბელაშვილი 81-წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქ.გორის ვაჟთა 1 საშუალო სკოლის 1953 წლის კურსდამთავრებულებმა: ჯუმბერ ალავერდაშვილმა, გურამ ბერძენიშვილმა, ანზორ გასიტაშვილმა, ანზორ მცურავიშვილმა, ზურაბ იონათამიშვილმა, რევაზ თოროზაშვილმა და გულო ჯულაყიძემ გაიხსენეს.

თანაკლესელები ამბობენ, რომ ოქროს მედალოსანი ალბერტ (ფაცო) ხაბელაშვილი უზუმოდ შეყვარებული იყო საქართველოზე და მშობლიურ ქალაქ გორზე. ცნობილი მეცნიერი მოსკოვში გარდაიცვალა.

,,ალბერტმა სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ასევე წარმატებით დაამთავრა მოსკოვის მ. ბაუმანის სახელობის ინსტიტუტი და იქვე დატოვეს ენერგეტიკული დანადგარების ლაბორატორიის უფროსად. 1980 იან წლებში ის მუშაობას განაგრძობს საკავშირო განათლების სამინისტროში განათლების და მეცნიერების განხრით. პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობას მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო კონკურსებში და კონფერენციებში. ვინც შემოვრჩით კლასელები, გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ოჯახის წევრებს ნათესავებსა და ახლობლებს." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რევაზ თოროზაშვილმა.

ალბერტ ხაბელაშვილს ეკუთვნის მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომებისა მათემატიკაში. მათ შორის წიგნი "მათემატიკის გადაუჭრელი პრობლემები".

,,მან პრაქტიკულად ამოხსნა მრავალი შეიძლება ითქვას ამოუხსნელი ამოცანები აპოლონის, არქიმედის, ფერმას ნამუშევრების მიხედვით. მისი მოხსენებები მოსმენილი და მოწონებული იქნა მრავალ საერთაშორისო კონფერენციებზე (ბელგია, მექსიკა, ჩილე, სეული, მოსკოვი). ბოლო მისი ნაშრომი "მათემატიკური ანალიზის ახალი ხერხი" მოსმენილი იქნება უკვე მის გარეშე 2018 წელს 28 –ე საერთაშორისო კონფერენციაზე რიო-დე-ჟანეიროში. იხილებოდა საკითხი მისთვის სამეცნიერო ხარისხის – მეცნიერებათა დოქტორის მინიჭების შესახებ. ის იყო მრავალმხრივ ერუდირებული ადამიანი, თავმდაბალი, პატიოსანი, საქართველოზე და გორზე შეყვარებული პიროვნება. ალბერტ ხაბელაშვილის გამორჩეული პიროვნების ყველასადმი ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. " - ამბობს რევაზ თოროზაშვილი.

ფოტოზე: ალბერტ ხაბელაშვილი ოჯახთან ერთად

რესურსები:



Print

სტატიის გამოყენების პირობები