ახალი ამბები
ქალაქ გორში სპორტული მნიშვნელობის ისტორიული ფოტოების მოძიება დაიწყეს
გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანება გორის დიდი სპორტული ფოტოარქივის შექმნას იწყებს. ამის შესახებ დღეს სპეციალური შეხვედრა სპორტული სკოლების გაერთიანების დარბაზში გაიმართა.

გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ვასილ ბალახაძის თქმით, სპორტული მნიშვნელობის ისტორიული ფოტოების მოძიება და მათი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა გორის სპორტული სკოლების გაერთიანებამ დაიწყო.

,,გარკვეული ხნის მუშაობის და ძვირფასი ფოტომასალის შეგროვების შემდეგ შესაძლებელი გახდება მათგან საუკეთესო და მნიშვნელოვან ნაწილის ერთ წიგნად გამოცემა." - განაცხადა ვასილ ბალახაძემ.

გორი ცნობილია სპორტული წარმატებებით, სახელოვანი სპორტსმენებით, მწვრთნელებით, სპორტში მოღვაწე ღვაწლმოსილი ადამიანებით.

,,ათეული წლების წინანდელი სპორტული მოვლენების, აგრეთვე სახელოვანი სპორტსმენების, თუ მწვრთნელების საქმიანობის ამსახველი ფოტოები კი მწირია, თუმცა ისინი უაღრესად ძვირფასია და ამასთან, რაც არსებობს მათი დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. ასეთი ფოტოები ძირითადად საოჯახო არქივებშია გაფანტული და თანაც ყველა არაა სათანადოდ დაცული." - განმარტა ვასილ ბალახაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები