ახალი ამბები
გორში საახალწლოდ სტალინის გამზირს მორთავენ
საახალწლოდ, გორის მერიაში, სტალინის გამზირის მოსართავად, 22 ათასი ლარი გაითვალისწინეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა მიიღო.

სხდომის ოქმის მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 22 მ სიმაღლის ნაძვის ხე დაიდგმება, ხოლო ქუჩაზე მანათობლებს დაამონტაჟებენ.

ნაძვის ხე:

22 მეტრიანი ხელოვნური ნაძვისხის კარკასის მონტაჟი (კარკასის ძირის ბალასტით გამაგრებით) არსებული მასალით. კარკასზე ხელოვნური 1150 ცალი წიწვების შეკიდვა, არსებული მასალით; 200 ცალი ნაძვისხის დეკორატიული განათებისა და სათამაშოების მონტაჟი, 70 ცალი დეკორატიული ბანტით.

ქუჩები:

მანათობელი პალმების აღდგენა და მონტაჟი ცალი 10; მანათობელი ფარდის მოწყობა 6*3 მ. ცალი 10; ახალი საახალწლო განათება (სტრინგი ) 10 მეტრიანი ცალი 50; განათება (კონუსური ფარდა ) ცალი 12; სანათი საშუალებების ქსელთან მისაერთებელი სადენი გრძ.მ. 1500 ლითონის ბაგირი გრძ.მ. 200

იმიტირებული ნაძვის ხე შადრევანთან

15 მეტრიანი ხელოვნური ნაძვისხის ლითონის კარკასის მოწყობა (კარკასის ძირის ბალასტით გამაგრებით) კომპ. 1; ნაძვისხის კარკასზე დეკორატიული მანათობელი სადენების( სტრინგი) მონტაჟი გრძ.მ 3000; დეკორატიული ფარდები სტალინის გამზირზე, სულ 900 მ სიგრძის ლითონის გვარლის მონტაჟით, ასევე, ლითონის გვარლებზე 4400 მ სიგრძის დეკორატიული მანათობელ სადენებს (სტრინგი) მიამაგრებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები