ახალი ამბები
ცხინვალში 100-მდე რუსი სნაიპერი საბრძოლო წვრთნებს გადის
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის არმიის 100-მდე სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს გადის. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი' ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საბრძოლო-სასწავლო ოპერაციებში ახალწვეულები არიან ჩართულები, რომლებიც სამხედრო სამსახურში შემოდგომით გაიწვიეს.

"სპეციალური კურსის მსვლელობისას, ახალგაზრდა სნაიპერები, რომლებიც შემოდგომაზე სამხედრო სამსახურში გამოცხადდნენ, დაიკავებენ შენიღბულ პოზიციებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ მტერი. შეისწავლიან, თუ როგორ დაფარონ პოზიცია და მოულოდნელად თავს დაესხან მოწინააღმდეგეს", - თქვა სამხედრო ძალების პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა.

ახალგაზრდა სნაიპერები, რთული რელიეფის პირობებში, შესაბამის პოზიციებს შეარჩევენ - ფერდობებს, მწვერვალებს და ღამის ხედვის ოპტიკურ ხელსაწყოებს გამოიყენებენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები