ახალი ამბები
ტრაგედია გორში - ბინაში გარდაცვლილი დედა და შვილი იპოვეს
ამ წუთებში, გორში, ჭალის დასახლებაში კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი იმ ბინაში იმყოფებიან, სადაც შუადღეს გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.

შემთხვევის შესახებ ახლობლებმა დღის საათებში შეიტყვეს. მათი განმარტებით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იციან.

დაღუპულია 54-წლის ასაკის დედა და 22-წლის ასაკის შვილი (გოგო).

გამოძიებას შს გორის სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებენ. პირველადი ვერსიით, ინციდენტის მიზეზად, გაზის გაჟონვა დასახელდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბინაში გაზი საერთოდ არაა შეყვანილი. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლითაა აღძრული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები