ახალი ამბები
გზის გასაწმენდად ტექნიკას ელოდებიან
გორი-ხიდისთავის მონაკვეთზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

გზაზე ჩამოცვენილ კლდეებს სამშენებლო კომპანიის ტექნიკით გაასუფთავებენ.

გორის მერის მოადგილის, გელა კაპანაძის თქმით, ტექნიკა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოიძახეს.

გორი-მცხეთის შემოვლითი მაგისტრალის ხიდისთავის მონაკვეთზე კლდის ლოდები დღეს შუადღეს ჩამოწვა.

ამის მიზეზი უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული კლდის ეროზია გახდა. 

შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც მანქანები დაზიანებულა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები