ახალი ამბები
,,მარკომ" და ,,დისნეიმ" ბავშვებისთვის ზეიმი მოაწყეს
ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა და საბავშვო გასართობი ცენტრის ,,დისნეის" ხელმძღვანელმა ხატია ნიაზაშვილმა ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართეს. სოციალურად დაუცველი 25 ოჯახის წარმომადგენელს დღეს საჩუქრებით, პროდქტებით, კონცერტითა და გასართობი ნომრებით გაუმასპინძლდნენ.

ირმა მთიულიშვილის თქმით, რომელიც კლინიკა ,,მარკოს" დირექტორია, ,,დისნეის" მხარდაჭერისგან გაოგნებულია. ,,ვაპირებდი გასართობ ცენტრში 10 ბავშვის წაყვანას, თუმცა ხატიამ შემომთავაზა, რომ ის კიდევ დამატებით 15 ბავშვის გართობას უზრუნველყოფდა. ახლაც დაბნეული ვარ, ისეთი მხარდაჭერა მივიღეთ" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

,,დისნეისთვის" დღევანდელი აქცია რიგით უკვე მე-8-ა. ხატია ნიაზაშვილის თქმით, გასართობი ცენტი ჯერ მხოლოდ წელიწადნახევარია რაც დაფუძნდა და უკვე აქტიურად ატარებს ასეთ ღონისძიებებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები