ახალი ამბები
გორის მერია ხელოვანებსა და ანსამბლებს თანადაფინანსების პროგრამას სთავაზობს
გორის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს მზადყოფნას, თანადაფინანსების სახით, ხელი შეუწყოს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც  ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და კულტურული პროექტების განხორციელებით, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის სფეროს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ამის თაობაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა: „გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“.

პროგრამის მიხედვით, კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანებმა და ანსამბლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კულტურულ ღონისძიებებში, ფესტივალებში, კონკურსებში, კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კონფერენციებში, მასტერკლასებში, რისი საშუალებითაც შეძლებენ საკუთარი ნიჭის რეალიზებას და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.

ფოტოზე: მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, რამაზ შიოშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები