ახალი ამბები
ბოშურის მიკროავტობუსი მოყინულ გზაზე მოცურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მოყინული გზის გამო მძღოლმა საჭე ვეღარ დამირჩილა.

ფოტო ბოშურისკენ მიმავალმა სოფო თინიკაშვილმა გადაიღო, რომლის მიხედვით მიკროავტობუსი ბოშურიდან ატენი-გორის მიმართულებით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.

როგორც ირკვევა, მდინარე ტანას ხეობაში, ატენსა და მის ზევით მდებარე სოფლებში გზაებზე ტექნიკურ მარილს არ ყრიან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წლის განმავლობში გზების მოვლა-პატრონობის თაობაზე ტენდერი იანვარში გამოცხადდა და ჯერ არ დამთავრებულა. გამარჯვებულმა კომპანიამ წლის განმავლობაში 500 000 ლარი უნდა აითვისოს.

რაც შეეხება სხვა სამსახურებს, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა ასევე გორის კეთილმოწყობის სამსახურს ევალება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები